რონალდომ პირადად დაარწმუნა - კრიშტიანოს "ალ ნასრის" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
საუდის არაბეთის კლუბმა "ალ ნასრიმ" გვაუწყა, რომ გუნდის ახალი მწვრთნელი პორტუგალიელი ლუიშ კასტრო გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მან ხელი 2+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერა. 61 წლის სპეციალისტი ბრაზილიურ "ბოტაფოგოს" ედგა სათავეში და მედიაში დაიწერა, რომ სამუშაო ადგილის შეცვლაში ის პირადად თანამემამულე კრიშტიანო რონალდომ დაარწმუნა, რომელიც ახლა სწორედ "ალ ნასრიში" ირიცხება.

კასტრომ სამწვრთნელო საქმიანობა სამშობლოში დაიწყო, რის მერეც დონეცკის "შახტარში", "ალ დუჰაილსა" და "ბოტაფოგოშიც" მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული