სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

AutoSharing Option
სომხურ ფეხბურთს ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს და ეს როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო კუთხით ითქმის. იქაური ჩემპიონატის გასული სეზონის გამარჯვებული "ურარტუ" ჩემპიონთა ლიგაზე ჩაერთო და პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი საკუთარ მოედანზე ბოსნიური "ზრინსკის" მასპინძლობით გახსნა. "ურარტუმ" მაინც თანაბარ თამაშში ბოლო წუთზე საკუთარ კარში გოლი მიიღო და დრამატულად დამარცხდა - 0:1. შანსები მათ ჯერ კიდევ აქვთ. ყველაფერი განმეორებით მატჩში გაირკვევა, რომელიც ერთ კვირაში შედგება.

Sportall.Ge

"ურარტუს" ქალი პრეზიდენტი, გოჰარ ვარდანიანი ჰყავს, რომელიც 33 წლ
ის ორიოდე დღის წინ, 8 ივლისს გახდა. მანამდე "ბანანცშიც" მუშაობდა. ის დირექტორად 2022 წლის ივლისში დაინიშნა, პირველივე სეზონი იდეალური გამოუვიდა და ახლა ეცდება, ევროტურნირებზე მაქსიმალურად შორს გავიდნენ.

Sportall.Ge

გუნდის მთავარი მწვრთნელი რუსი დმიტრი გუნკოა, რომელიც მანამდე "არარატ-არმენიას" თავკაცობდა. 47 წლის სპეციალისტს ჯანო ანანიძეც კარგად იცნობს, რადგან ისინი მოსკოვის "სპარტაკში" ერთ პერიოდში იყვნენ. გუნდში რამდენიმე რუსი ლეგიონერია, შეტევის ხაზში კი ფრანგი იაია სანოგო თამაშობს. 30 წლის ფორვარდი ლონდონის "არსენალსა" და სხვა მეტ-ნაკლებად ცნობილ კლუბებში გვახსოვს.

აღსანიშნავია, რომ დიდი შანსია, ამ წყვილში გამარჯვებული ვლადიმირ ვაისის "სლოვანს" დაუპირისპირდეს, სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან. სლოვაკებმა ურთიერთობა ლუქსემბურგის საუკეთესო გუნდთან უნდა გაარკვიონ, სადაც აშკარა ფავორიტებად მიიჩნევიან. ასე რომ, თუკი გასულ წელს ბრატისლავურმა კლუბმა ბათუმური დრამა გაიარა, ახლა პლეი-ოფამდე უფრო ხელსაყრელი გზა აქვთ.

alt"პიუნიკი" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდა - დღეს "სლოვანი" თამაშობს

altსომხური ფეხბურთის ისტორია დაწერილია - მატჩის საუკეთესო მხითარიანის ფინალის შანსი...

altსომხური ინვესტიცია ქართულ ფეხბურთში? - დაველოდოთ გაოფიციალურებას...

altსომხური და ლიეტუვური 0:5 - აზაროვის მომავალი კონკურენტი გააძევეს

მკითხველის კომენტარები / 17 /
გიუშა-ს
ეგ ის ტვინგამორეცხილი zura222 წერს ჩემი სახელით. თვითონ არის სექტის წევრი და მე რომ რუსებს ვაგინებ და ხანაც ქოცებს ვაკრიტიკებ, მაგის ტვინით ნაცი ვარ და რატომღაც სომეხი უნდა რომ დამიძახოს.
G.LA
16:52 12-07-2023
1
Გიუშაჯან რა ყველა სომხები არა ვართ? Პირველი ადამიანი რა სომეხი არ იყო?ადამიანი იყო გვარად ცავატანემ.ეხლა შეძლება გვარი კი მქონდეს ქართული,მაგრამ სისხლი ხო სომხური მაქ და გენი,გენი ცავატანემ.ჩემი ქურუმი რა სომეხი არ იყო?
G.LA
14:56 12-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული