ლიონელ მესის მაიამის "ინტერში" გადასვლის შემდეგ გუნდის გამომწერების რაოდენობა გაათმაგდა.
მოგეხსენებათ, არგენტინელმა კარიერის ამერიკაში გაგრძელების გადაწყვეტილება 7 ივნისს მიიღო, ამის შემდეგ კი გამომწერების რაოდენობა ელვისებური სისწრაფით მატულობს.
ამ მომენტისთვის "ინტერს" 8.6 მილიონი გამომწერი ჰყავს, რითაც ამერიკული მაჩვენებლით (ყველა სპორტში გუნდების ჩამონათვალში) მე-5 ადგილს იკავებს.
1. "გოლდენ სტეიტ უორიორსი" (კალათბურთი) - 30.9 მილიონი
2. "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" (კალათბურთი) - 22.8 მილიონი
3. "კლივლენდ კავალიერსი" (კალათბურთი) - 12.4 მილიონი
4. "ჩიკაგო ბულზსი" (კალათბურთი) - 9.8 მილიონი
5. მაიამის "ინტერი" (ფეხბურთი) - 8.6
მილიონი
6. "ბოსტონ სელტიკსი" (კალათბურთი) - 7.5 მილიონი
7. "მაიამი ჰიტი" (კალათბურთი) - 6.6 მილიონი
8. "ჰიუსტონ როკეტსი" (კალათბურთი) - 6.1 მილიონი
9. "ოკლაჰომა სიტი თანდერი" (კალათბურთი) - 5.7 მილიონი
10. "მილუოკი ბაქსი" (კალათბურთი) - 5.2 მილიონი
მომზადებულია Sports-ის მიხედვით