"თუ ფეხბურთელების 4 მილიონად გაყიდვას დავიწყებ, გუნდი არ მეყოლება" - კიევის "დინამოს" პრეზიდენტი

AutoSharing Option
კიევის "დინამოში" 21 წლის ნახევარმცველ ვლადიმირ ბრაჟკოს პირველ გუნდში არც ერთ ოფიციალურ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა, უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის განაცხადში ვერ მოხვდა, გასული წლის ზაფხულში ორწლიანი იჯარით "ზორიაში" გაუშვეს, რომლის რიგებში 29 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

ბრაჟკოს 4 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) შეძენის სურვილი "ტორინომ" გამოთქვა, რაზეც კომენტარი კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა გააკეთა. "ეს შეთავაზება დამამცირებელია. ვლადიმერ ბრაჟკო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ნახევარმცველია და მომავალში ჩვენს გუნდს სარგებელს მოუტანს. ჩვენი ნიჭიერი ფეხბურთელების შეძენა ყველას კაპიკებად სურს.
თუ მოთამაშეების 4 მილიონად გაყიდვას დავიწყებ, მაშინ გუნდი არ მეყოლება.

უნდა გავყიდოთ ისე, როგორც ეს ზაბარნის და მიკოლენკოს შემთხვევაში გავაკეთეთ. როდესაც შევჩენკო "დინამოში" თამაშს იწყებდა, 3 მილიონს გვთავაზობდნენ, მაგრამ ვიცოდით, რომ უფრო ძვირი ეღირებოდა", - ციტირებს იგორ სურკისს ჟურნალისტი ვლადიმერ ზვეროვი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
წავიკითხე კომენტარები და ერთს ვერ ხვდებით, მაგ ჩინოვნიკების ეგ ფული მაგ ნაკრებებში იშოვეს და ასე ადვილად არაფერს დათმობენ. ერთ ნანგრევებს კიდევ მოაწყობენ და ისევ ზევით იმუშავებენ. ზევით რაც ცურავს ყველამ ვიცით...
1408
23 ივლისი 2023 01:34
0
ლაშას, ყველაფერში გეთანხმები, 1991 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რა მოხდა? როდის გვაღიარა ცივილიზებულმა სამყარომ? სანამ ნამდვილად დამოუკიდებელი ეროვნული მთავრობა არ დაამხეს, ჯერ საინფორმაციო ომი, არადემოკრატიულები არიანო, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავენო, უფლებადამცველი დისიდენტი პრეზიდენტი დიქტატორად გამოგვიცხადეს, დაიწყო სტუდენტების მასობრივი გადაბირება დატრენინგება, დაფინანსებული და მსოფლიო მედიით გაპიარებული მიტინგების მოწყობა, წითელი ინტილიგენცია ყცებ დემოკრატიულ ინტელიგენციად გადაიქცა... რაღა ბევრი გავაგრძელო, დაამხეს ეროვნული მთავრობა და მოიყვანეს დემოკრატიული, რასაც მოყვა ორი ომი რუსეთთან, სამოქალაქო ომი, ეკონომიკა განადგურდა, ფაბრიკა-ქარხნები ჯართად გაიყიდა თურქეთში... ვიღას ეცალა და ცალია ფეხბურთისთვის, ყველაფერში სწრაფ და გარანტირებულ ფულს აკეთებენ, არაფერს ქმნიან მხოლოდ ყიდიან, ეს ფეხბურთელებსაც ეხება, აბა დამისახელეთ ერთი ძვირადღირებული ტრანსფერი ქართული კლუბებიდან, და კლუბებიც სადღა არსებობენ, ყველაფერი ბუტაფორიაა. მაგრამ ამ ასსურდში ნაძირლები საკმაოდ ბევრ ფულს შონავენ. ამიტომ არ ვითარდება ჩვენი ფეხბურთი და ერთ ადგილს ვტკეპნით...
ელგუჯა
22 ივლისი 2023 08:51
1
ჩვენი ჩემპიონატის დონეა ამონაწერი და მერე 15 მლ გაიყიდებიან
დათო
21 ივლისი 2023 23:24
0
ამას ეტყობა რომანას შესახებ არაფერი გაუგია.მიეცი 100000 და დღესვე სიამოვნებით გაყიდის კამარას ხარაიშვილს და ტაბიძეს ერთად..... p.s.ეს სამი პირობითად...
Master
21 ივლისი 2023 20:42
2
მაგ სამიდან სამივეს დავიტოვებდი მაგრამ უკეთესი იქნება ნიჭიერი ახალგაზრდა აღმოაჩინონ დინამოში ვიდრე გაუშვან ეგრევე დაუნიშნოს სიტყვაზე გაგუას კარგი ხელფასი და ცოტას ათამაშდება დინამოში და 3 წელში ლიგის ჯგუფში რო შევა დინამო და წარმატებას მიახწევს მერრე გაყიდოს 10 მილიონად და 20 მილიონად დინამო ზაგრები სხვას კიარაფერს აკეთებს და უფრო შოულობს ფულსაც.... თუ არაქ რჩენის თავი კი წევიდეს სახში ძმაო ფიფია რომანი!!!!
სიმართლე
21 ივლისი 2023 22:14
0
ჰოდა ჩვენ მილიონად თუ არც კი გაყიდული ზურიკო დავითაშვილი მზოფლიო დონის ვარსკვლავ გვგონია, ეგენი კი ვიღაც უსახურში 4 მლ-ს შეურაცყოფად თვლიან.
ეეე
21 ივლისი 2023 20:24
0
ლაშა სსრკ-ის ნანგრევებში ყველაზე მეტად ჩვენ, ქართველები მოვყევით იმიტომ რომ მაგათ (არც უკრაინას და არც დანარჩენ ქვეყნებს) რეალურად არაფერი გაუკეთებიათ დამოუკიდებლობის მისაღწევად, ჩვენი ბიჭების და გოგონების მიერ თავისუფლებისთვის დაღვრილი სისხლის ფასად მოიპოვეს დამოუკიდებლობა და ძალიან დიდხანს, ძალიან ტკბილად თანაცხოვრობდნენ ოკუპანტთან, სანამ ახალი სიყვარული არ გაიჩინეს ოკეანის გაღმა და მხოლოდ მაშინ დაეძაბათ ურთიერთობა. გეთანხმები თავმოყვარეობისა და ღირსების ამბავში ოღონდ ეგ ამაყობაში და ამპარტავნებაში არ უნდა აგვერიოს
ლაშა-s
21 ივლისი 2023 20:11
2
მართალი ხარ 100%-ით!
ისე, არცთუისე კარგი უახლესი წარსულით დავიკვეხნით, რადგან 70 წლის მანძილზე სსრკ-ის შემადგენლობაში ათეიზმი სუფევდა, მანამდე, 1918-21 წლებში მენშევიკური მთავრობა ასევე ათეისტი იყო. მანამდე რუსეთის იმპერიაში შესვლით სარწმუნოება შევინარჩუნეთ 1783 წლიდან მოყოლებული, როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატი გაფორმდა. რომ არა ეს, ირანი აზერბაიჯანს და აღმ. საქართველოს, თურქეთი კი სომხეთს და დასავლეთ საქართველოს დაისაკუთრებდა. ერეკლეს მადლობლები კი უნდა იყვნენ ჩვენი სამხ. კავკასიელი მეზობლები... ყველაფერი ხომ ღვთის ნებაა და გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამდე ტყვეთა სყიდვის სამარცხვინო პრაქტიკა ვერ ამოიძირკვა ქართველ თავადებში.
აი ასეთი ცოდვით დამძიმებულია ქართველი ერი და ღვთის მადლით, 1989 წლის 9 აპრილიდან დაიწყო ხალხის გამორკვევა. 1991 წელს კი დამოუკიდებლობა იქნა მოპოვებული. უამრავი ეკლესია-მონასტრები აშენდა და ხალხი ღვთისკან მიბრუნდა. სიმბოლურია, რომ 2021 წელს, პარლამენტის წინ აღიმართა ნინოს ჯვარი...
ლაშა
21 ივლისი 2023 21:07
3
ნეტავ ასეთ სტატიებს ძალიან ღრმად პატივცემული "ბატონი" რომანი თუ კითხულობს?
დინამოელი
21 ივლისი 2023 20:07
0
სულ ჩვენს კლუბის პრეზიდენტებს არ ჰგავს იგორ სურკისი?!
ვისწავლეთ ქართველებო თავის დაფასება. თავმოყვარეობის გრძნობა არ გვაწყენს და ამისთვის ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებაა საჭირო რაღაც თამასამდე. ლა ლიგის დონე არავინ ითხოვს...
დამოუკიდებლობიდან გავიდა 32 წელი. სსრკ-ის ნანგრევებში ყველაზე მეტად ჩვენ, ქართველები მოვყევით. კმარა, დროა შესაბამისი ჩინოვნიკებმა საქმეს მიხედოთ!
ლაშა
21 ივლისი 2023 19:40
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული