კიევის "დინამოში" 21 წლის ნახევარმცველ ვლადიმირ ბრაჟკოს პირველ გუნდში არც ერთ ოფიციალურ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა, უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის განაცხადში ვერ მოხვდა, გასული წლის ზაფხულში ორწლიანი იჯარით "ზორიაში" გაუშვეს, რომლის რიგებში 29 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.
ბრაჟკოს 4 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) შეძენის სურვილი "ტორინომ" გამოთქვა, რაზეც კომენტარი კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა გააკეთა. "ეს შეთავაზება დამამცირებელია. ვლადიმერ ბრაჟკო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ნახევარმცველია და მომავალში ჩვენს გუნდს სარგებელს მოუტანს. ჩვენი ნიჭიერი ფეხბურთელების შეძენა ყველას კაპიკებად სურს.
თუ მოთამაშეების 4 მილიონად გაყიდვას დავიწყებ, მაშინ გუნდი არ მეყოლება.
უნდა გავყიდოთ ისე, როგორც ეს ზაბარნის და მიკოლენკოს შემთხვევაში გავაკეთეთ. როდესაც შევჩენკო "დინამოში" თამაშს იწყებდა, 3 მილიონს გვთავაზობდნენ, მაგრამ ვიცოდით, რომ უფრო ძვირი ეღირებოდა", - ციტირებს იგორ სურკისს ჟურნალისტი ვლადიმერ ზვეროვი.
ვისწავლეთ ქართველებო თავის დაფასება. თავმოყვარეობის გრძნობა არ გვაწყენს და ამისთვის ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებაა საჭირო რაღაც თამასამდე. ლა ლიგის დონე არავინ ითხოვს...
დამოუკიდებლობიდან გავიდა 32 წელი. სსრკ-ის ნანგრევებში ყველაზე მეტად ჩვენ, ქართველები მოვყევით. კმარა, დროა შესაბამისი ჩინოვნიკებმა საქმეს მიხედოთ!
ისე, არცთუისე კარგი უახლესი წარსულით დავიკვეხნით, რადგან 70 წლის მანძილზე სსრკ-ის შემადგენლობაში ათეიზმი სუფევდა, მანამდე, 1918-21 წლებში მენშევიკური მთავრობა ასევე ათეისტი იყო. მანამდე რუსეთის იმპერიაში შესვლით სარწმუნოება შევინარჩუნეთ 1783 წლიდან მოყოლებული, როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატი გაფორმდა. რომ არა ეს, ირანი აზერბაიჯანს და აღმ. საქართველოს, თურქეთი კი სომხეთს და დასავლეთ საქართველოს დაისაკუთრებდა. ერეკლეს მადლობლები კი უნდა იყვნენ ჩვენი სამხ. კავკასიელი მეზობლები... ყველაფერი ხომ ღვთის ნებაა და გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამდე ტყვეთა სყიდვის სამარცხვინო პრაქტიკა ვერ ამოიძირკვა ქართველ თავადებში.
აი ასეთი ცოდვით დამძიმებულია ქართველი ერი და ღვთის მადლით, 1989 წლის 9 აპრილიდან დაიწყო ხალხის გამორკვევა. 1991 წელს კი დამოუკიდებლობა იქნა მოპოვებული. უამრავი ეკლესია-მონასტრები აშენდა და ხალხი ღვთისკან მიბრუნდა. სიმბოლურია, რომ 2021 წელს, პარლამენტის წინ აღიმართა ნინოს ჯვარი...