"თუ ფეხბურთელების 4 მილიონად გაყიდვას დავიწყებ, გუნდი არ მეყოლება" - კიევის "დინამოს" პრეზიდენტი

AutoSharing Option
კიევის "დინამოში" 21 წლის ნახევარმცველ ვლადიმირ ბრაჟკოს პირველ გუნდში არც ერთ ოფიციალურ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა, უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის განაცხადში ვერ მოხვდა, გასული წლის ზაფხულში ორწლიანი იჯარით "ზორიაში" გაუშვეს, რომლის რიგებში 29 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

ბრაჟკოს 4 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) შეძენის სურვილი "ტორინომ" გამოთქვა, რაზეც კომენტარი კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა გააკეთა. "ეს შეთავაზება დამამცირებელია. ვლადიმერ ბრაჟკო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ნახევარმცველია და მომავალში ჩვენს გუნდს სარგებელს მოუტანს. ჩვენი ნიჭიერი ფეხბურთელების შეძენა ყველას კაპიკებად სურს.
თუ მოთამაშეების 4 მილიონად გაყიდვას დავიწყებ, მაშინ გუნდი არ მეყოლება.

უნდა გავყიდოთ ისე, როგორც ეს ზაბარნის და მიკოლენკოს შემთხვევაში გავაკეთეთ. როდესაც შევჩენკო "დინამოში" თამაშს იწყებდა, 3 მილიონს გვთავაზობდნენ, მაგრამ ვიცოდით, რომ უფრო ძვირი ეღირებოდა", - ციტირებს იგორ სურკისს ჟურნალისტი ვლადიმერ ზვეროვი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
წავიკითხე კომენტარები და ერთს ვერ ხვდებით, მაგ ჩინოვნიკების ეგ ფული მაგ ნაკრებებში იშოვეს და ასე ადვილად არაფერს დათმობენ. ერთ ნანგრევებს კიდევ მოაწყობენ და ისევ ზევით იმუშავებენ. ზევით რაც ცურავს ყველამ ვიცით...
1408
01:34 23-07-2023
0
ლაშას, ყველაფერში გეთანხმები, 1991 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რა მოხდა? როდის გვაღიარა ცივილიზებულმა სამყარომ? სანამ ნამდვილად დამოუკიდებელი ეროვნული მთავრობა არ დაამხეს, ჯერ საინფორმაციო ომი, არადემოკრატიულები არიანო, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავენო, უფლებადამცველი დისიდენტი პრეზიდენტი დიქტატორად გამოგვიცხადეს, დაიწყო სტუდენტების მასობრივი გადაბირება დატრენინგება, დაფინანსებული და მსოფლიო მედიით გაპიარებული მიტინგების მოწყობა, წითელი ინტილიგენცია ყცებ დემოკრატიულ ინტელიგენციად გადაიქცა... რაღა ბევრი გავაგრძელო, დაამხეს ეროვნული მთავრობა და მოიყვანეს დემოკრატიული, რასაც მოყვა ორი ომი რუსეთთან, სამოქალაქო ომი, ეკონომიკა განადგურდა, ფაბრიკა-ქარხნები ჯართად გაიყიდა თურქეთში... ვიღას ეცალა და ცალია ფეხბურთისთვის, ყველაფერში სწრაფ და გარანტირებულ ფულს აკეთებენ, არაფერს ქმნიან მხოლოდ ყიდიან, ეს ფეხბურთელებსაც ეხება, აბა დამისახელეთ ერთი ძვირადღირებული ტრანსფერი ქართული კლუბებიდან, და კლუბებიც სადღა არსებობენ, ყველაფერი ბუტაფორიაა. მაგრამ ამ ასსურდში ნაძირლები საკმაოდ ბევრ ფულს შონავენ. ამიტომ არ ვითარდება ჩვენი ფეხბურთი და ერთ ადგილს ვტკეპნით...
ელგუჯა
08:51 22-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული