როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ინტერ მაიამიში" ლიონელ მესის ზღაპრული დებიუტი შედგა. ის რაც მან გააკეთა, მართლაც, რომ მხოლოდ ისეთ გენიოსებს შეუძლიათ, როგორიც არგენტინელია.

მოგეხსენებათ, 36 წლის ვარსკვლავი ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკების ლიგის მატჩში "კრუზ ასულთან" მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა და მსაჯის კომპენსირებულ მე-4 წუთზე ზღაპრული სილამაზის გოლი შეაგდო, რითაც თავის გუნდს 2:1 მოაგებინა.

რა თქმა უნდა, აშშ-ში მესის დებიუტმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია. სტადიონი ბოლომდე გავისო და 20 512 ადამიანი შეიკრიბა. ტრიბუნებზე სპორტის ისეთ ლეგენდებს დაინახავდით, როგორებიც სერენა უილიამსი და ლებრონ ჯეიმსი არიან, "ინტერ მაიამის" ერთ-ერთი მფლობელი დევიდ ბექჰემი
კი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ლეოს დებიუტის სანახავად მივიდა კიმ კარდაშიანიც.

ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება ფოტო, თუ როგორ უღებენ ვიდეოს სერენა და ლებრონი მესის, მას შემდეგ რაც ის მოედანზე გამოჩნდა. 

Sportall.Ge

მესის გოლის შემდეგ კი სერენა უილიამსისა და და დევიდ ბექჰემის ემოციების კადრებმა მთელი მსოფლიო მოიარა და ეს ვიდეოზე შეგიძლიათ იხილოთ. მატჩზე იმყოფებოდა კრიშტიანო რონალდოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფანი ბლოგერი iShowSpeed, რომელმაც არგენტინელის გოლამდე თქვა, რომ თუ ის ამ ჯარიმას გაიტანდა, ლეოს ფანი ხდებოდა. მესიმ თავისი საქმე შეასრულა iShowSpeed-მა კი რონალდოს ფორმა გაიხადა და მის ქვემოთ ჩაცმული ლეოს მაისური დაიტოვა.

altმესის ზღაპრული დებიუტი "ინტერ მაიამიში" - შეცვლაზე შევიდა და ულამაზესი გოლით დამატებულ წუთებზე თავის გუნდს მოაგებინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
აუ ეს რა უქნია. გოლი გაუტანია თურმე
კობა
23 ივლისი 2023 08:55
14
პენდუს ფანები ამაზეც დაწერენ, ფიფას ჩაწყობილი იყოო :)))))))))))
:D :D
22 ივლისი 2023 22:45
16
ჩემმა პოსტმა რა დაგიშავათ?
სოსო
22 ივლისი 2023 20:37
0
ისე წაირმოიდგინეთ მესი და რონალდო ერთ გუნდში ეხლა მაინც ორივე ერთობა დასამტკიცებელიც არაფერი დარჩათ
თაზო
22 ივლისი 2023 20:05
0
ამ დროს ფულზე გაყიდულმა რონალდუმ ირჩია ფული და საუდის არაბეთში თამაში, და არასოდეს ექნება ის დიდება და პატივისცემა რაც მესის ააქვს ამერიკაში, ის უდიდესი პოპულარობა და პიარი რასაც მოაქვს მარკეტინგი(!) ბიძია უდიდესი მარკეტინგი მთელ
მსოფლიოში , შენ რომ ამერიკაში შოუებს დგამ და აგერ ლებრონები მთელი ბომონდი ესწრება შენ თამაშებს, იმხელაზე გაეზრდება მარკეტინგული შემოსავალი რეკორდებს მოხსნის ფულშიც ჩამოიხევს მალე იმას ამერიკიდან .,და დარჩება *** სავით საუდებში იქ
)))
22 ივლისი 2023 19:37
15
აი!!! იმ •••მ კიდე სდიოს ალ შაბაბებს საუდის არაბეთში
!!!
22 ივლისი 2023 19:05
17
ყველა დროის საუკეთესო!!! მინდა კიდევ ბევრი წელი ითამაშოს და უამრავი სიხარული მიანიჭოს ფეხბურთის გემოვნებიან ქომაგს. მალე მერვე ოქროს ბურთის მფლობელიც გახდება, ანდა რა საჭიროა მარჩიელობა,გადაეცით ამ კაცს ოქროს ბურთი ყოველ წელს
Mr.kostaia
22 ივლისი 2023 18:35
11
დიდებული …
@
22 ივლისი 2023 16:25
14
თბილისში "სევილიას" მესიმ ორჯერ გაუტანა ეგეთი გოლები! დაგავიწყდათ ? ))
გია
22 ივლისი 2023 14:30
1
იქ ამერიკაა გენაცვა, სხვა გემო აქვს.
ბადრი
22 ივლისი 2023 14:55
5
ასეთ გენიოს, მეგა ვარსკვლავს, რო გუნდი ვერ შეიფერებს, საერთოდ რაზეა ლაპარაკი?! (ბარსაზე, ლაპორტაზე და ჩავიზეა მინიშნება!) ხოდა გყავდეთ ნაყარ-ნუყარა, რაფინიები და მისი მსგავსები.
გიგა
22 ივლისი 2023 14:18
13
მე მაინც ვფიქრობ რომ ესე ჯობდა. ბარსაში იმ დიდი ეპოქის მერე კვლავ დაბრუნება, დიდი ალბათობით იმ დონეზე ვერ გამოსვლა, იმიტომ რომ ის პლიადა აღარ არის, არ იქნებოდა კარგი. პლიუს კოპა ამერიკისთვის ნაკლებად გადაღლილი იქნება და იქნებ კიდე გაიბრწყინოს!!!
ზურა
22 ივლისი 2023 23:10
6
ჩავიც უნდა მიწოლოდა ლაპორტას, მაინც მაგრად არიან ჩაჭრილები ლეოსთან.
გიგა
22 ივლისი 2023 16:55
12
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული