"დილასთან" მატჩამდე "ვორსკლამ" 3:1-დან ბოლო 10 წუთში მატჩი შემოატრიალა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის "დილას" მეტოქე "ვორსკლა" მზადებას პოლონეთში გადის.

პოლტაველები ამხანაგურად პოლონეთის მე-3 ლიგის ბინადარ "ბიელსკო-ბიალას" დაუპირისპირდნენ, 3:1 მარცხდებოდნენ, მატჩის ბოლო 10 წუთში 3 გოლი გაიტანეს და 4:3 გაიმარჯვეს.

ქართულ-უკრაინული წყვილის პირველი შეხვედრა 27 ივლისს შედგება, რომელიც ცნობილი მიზეზების გამო პოლონეთში გაიმართება. გორი კი საპასუხო მატჩს 3 აგვისტოს უმასპინძლებს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვორსკლამ ყველა თამაშში გაუშვა გოლი, რაც ნიშნავს რო დაცვა ვერ ყავს მთლად დალაგებული, დემჩე აუცილებლად მოიფიქრებს რამე განსაკუთრებულს დარწმუნებული ვარ!
dogi
19:22 22-07-2023
0
კარგი ამბავი დილასთვის. ვორსკლამ დაკარგა გუნდის მთავარი გამტანი ალბანელი ფორვარდი სეფერი რომელიც კარიერას არაბეთში გააგრძელებს.
Myato
17:16 22-07-2023
0

სიახლეები პოპულარული