უარი არაბულ კლუბს - მუსა დიაბი "ასტონ ვილაში" გადავიდა

AutoSharing Option
მუსა დიაბი კარიერას "ასტონ ვილაში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ინგლისურმა კლუბმა დაადასტურა.

"ასტონ ვილა" "ლევერკუზენს" 50 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად ფრანგი კი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

შეგახსენებთ, გარემარბის გადაბირება "ალ ნასრისაც" სურდა, თუმცა 24 წლის ფეხბურთელმა არაბული კლუბის შეთავაზება უარყო.

დიაბიმ გასულ სეზონში "ლევერკუზენის" მაისურით 48 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და 11 საგოლე პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
უარი მანდ გადასვლაზე ფეხბურთელის პიროვნულ თვისებებზე კარგად მეტყველებს.
გიორგი
13:24 23-07-2023
0
ფეხბურთელი შიმშილით მაინც არ მოკვდება და ასე რომ სწორი გადაწყვეტილებაა
ვასო
12:05 27-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული