"პარტენოპეის" თავკაცის თქმით, მისი მთავარი მიზანია ფეხბურთელებმა მოტივაცია არ დაკარგონ და კვლავ გამარჯვებისთვის იბრძოლონ.
"მჭირდება მშიერი გუნდი. ჩემი მთავარი მიზანია მოთამაშეებმა გამარჯვების სურვილი არ დაკარგონ და წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთონ. ჩვენ იტალიაში საუკეთესო გუნდი ვართ და ეს მომდევნო სეზონებშიც უნდა გაგრძელდეს.
ოსიმენს ვესაუბრე, ვიქტორი ბედნიერია და "ნაპოლიში" დარჩენა სურს. ნიგერიელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია და იმედი გვაქვს, რომ შევინარჩუნებთ, თუმცა ფეხბურთში არასდროს უნდა თქვა არასდროს.
კიმის შემცვლელს აქტიურად ვეძებთ, თუმცა,
შეგახსენებთ, "ნაპოლი" პრესეზონის მეორე მატჩს დღეს, 24 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე "სპალთან" გამართავს.
"გეტყვით, სად სურს ოსიმენს კარიერის გაგრძელება" - გარსიამ ნიგერიელზე ისაუბრა
"თუ ხვიჩა ამას გააკეთებს, კვლავ შედეგიანი სეზონი ექნება" - გარსიამ კვარაზე ისაუბრა