ლონდონის "არსენალმა" "ბარსელონა" 5:3 დაამარცხა.
პირველ ტაიმში გუნდებმა 2-2 გოლი გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ბუკაიო საკამ 22-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
მეორე ნახევარში კი მიკელ არტეტას შეგირდებმა უკეთ ითამაშეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.
გოლები: რობერტ ლევანდოვსკი (0:1), ბუკაიო საკა (1:1), რაფინია (1:2), კაი ჰავერცი (2:2), ლეანდრო ტროსარდი (3:2), ლეანდრო ტროსარდი (4:2), ფერან ტორესი (4:3), ფაბიო ვიეირა (89).
"მეთოფეები" მომდევნო შეხვედრას 2 აგვისტოს, ემირატების თასზე "მონაკოსთან" ჩაატარებს.
"ბლაუგრანა" 30 ივლისს მადრიდის "რეალს" შეხვდება.