ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში მაროკოს ნაკრებმა სამხრეთი კორეა (1:0) დაამარცხა. ჯგუფს 6 ქულით კოლუმბია ლიდერობს და გერმანელებს 3 ქულა აქვთ. შეხვედრა საინტერესო მაროკოელთა 25 წლის ცენტრალური მცველის, ნოუჰალინა ბენ ზინას გამო გახდა. ის პირველი ქალი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო პირველობაზე ჰიჯაბით ითამაშა.
![პირველი ქალი ფეხბურთელი ჰიჯაბით - ბენ ზინამ და მაროკომ გაიმარჯვეს [PHOTOS] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/aaafb887598a5bef506d63e5ffb9a338.jpg)
ნოუჰალინა მაროკოს არმიის საფეხბურთო კლუბში თამაშობს. თავისი ნიჭისა და თავდადების წყალობით, 2018 წელს ეროვნულ ნაკრებში მოხვდა, მანამდე კი 20-წლამდელებში გამოდიოდა. მაროკოს ნაკრები ჯგუფში გადამწყვეტ მატჩს 3 აგვისტოს, კოლუმბიასთან გამართავს.
ქალთა ფეხბურთი. გერმანიის ჰეგემონია დაემხო, ჩემპიონი ჰოლანდიაა [VIDEO]