ვისით "შეცვალეს" მესი და რონალდო - კრიზისი ევროპულ ფეხბურთში, არაბული გავლენა და კვარაცხელია, როგორც გამოსავალი

AutoSharing Option
აგვისტო დადგა. ეს თვე საფეხბურთო სამყაროში ტრანსფერებთან ასოცირდება. მიმდინარე წელს ფეხბურთელთა მიდი-მოდი უფრო აქტიურად არაბულ ბაზარზე გვესმის, ლეო მესიმ კი კარიერა აშშ-ში განაგრძო. ერთი შეხედვით ისე ჩანს, წამყვანი ევროპული კლუბები უფრო სუსტდებიან, ვიდრე ძლიერდებიან. ამასობაში, არაბეთში კიდევ უფრო მეტი მიდის - ვეტერანები, საშუალო რანგის ვარსკვლავები...

ფიფასა და უეფას მიმართ სხვადასხვა სახის პრეტენზია არსებობს, მათ შორის, კორუფციასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ორგანიზაციები ახერხებენ, ფეხბურთი მაქსიმალურად საყოველთაო გახადონ, ფინანსური გადანაწილება მუშაობდეს; სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, სანაკრებო ფანჯარა არსებობს. როცა რამდენიმე კლუბმა დამოუკიდებელი ტურნირის
ჩატარება გადაწყვიტა, უეფა ამას მკაცრად შეეწინააღმდეგა. ახლა ევროპულ ფეხბურთს ახალი "კონკურენტი" ჰყავს, დიდი ინვესტიციები არაბულ ფეხბურთში. ჯერ საქმე საგანგაშოდ არაა, მაგრამ სამომავლოდ რა შეიცვლება, არავინ იცის, ფული ხომ აქ სულ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება. რიჰარდ მაჰრეზის კალიბრის ფეხბურთელების წასვლა შესაძლოა, ერთგვარი სიგნალი იყოს. ამას თავადაც მდიდრული პროექტის, "ნიუკასლის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრის, ალან საინტ-მაქსიმენის გადაბარგებაც დაემატა.

Sportall.Ge

მესისა და რონალდოს ეპოქიდან გადართვა მარტივი არაა, თუმცა ერთგვარ საკადრო კრიზისზე საუბარი მაინც შეგვიძლია. მაგალითად, "ოქროს ბურთის" ბოლო მფლობელი ქარიმ ბენზემა "რეალიდან" მიდის და "სამეფო კლუბი" მხოლოდ იმ დონის ფორვარდით ძლიერდება, როგორიც ვეტერანი ხოსელუა. მან კარგი გოლი გაიტანა, თუმცა ეს ბევრს არაფერს ცვლის. მუდმივად ვარსკვლავებზე მოფიქრალი პსჟ-ც კი მესის წასვლის შემდეგ ტოპ-სვლაზე არ მიდის და შეტევას ჯერჯერობით ასენსიოს მეშვეობით აძლიერებს. "მანჩესტერ სიტის", ერლინ ჰოლანის მეშვეობით, წინა ხაზზე მაინც ყველაზე დიდი ფუფუნება აქვს.

Sportall.Ge

ასეთ დროს მნიშვნელობას იძენს აკადემიიდან ფეხბურთელების დაწინაურება და გეოგრაფიის გაზრდა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო და საქართველოს მსგავს ქვეყნებს ახლა უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში უამრავ დეტალს აკვირდებიან და სრულყოფილების გარეშე ევროპული კარიერის წარმართვა რთულია. მთელი სეზონის განმავლობაში ყველა აღნიშნავდა, რომ "კვარადონამ" გულშემატკივრებს ბევრი მივიწყებული ემოცია დაუბრუნა. ქართველი გარემარბი გუნდში რჩება, ისე კი ხვიჩას ტრანსფერს იქნებ 2023 წლის ზაფხულში ყველაზე დიდი რეზონანსი გამოეწვია. "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი 77-ე ნომრის მეტ თავისუფლებაზე საუბრობს, თუმცა ჩვენებური ფიზიკურად გაცილებით ძლიერი ჩანს, რაც გარკვეულ საფეხბურთო უნარებს ცვლის, თუმცა "კვარას" ბურთთან ერთად ჯადოქრობები შეუძლია!..

ტრანსფერების განსახორციელებლად ჯერ კიდევ მთელი თვეა. დარჩება თუ არა კილიან მბაპე პსჟ-ში, სად გადავა ოსიმენი - ეს ამბები საინტერესოა.

altმთავარი სიახლე "ნაპოლის" თამაშში, კვარაცხელია-ოსიმენის დუეტის "დაბრუნება" და ექსპერიმენტი, რომელიც წარსულს ჩაბარდა...

altთუ "ალ ჰილალში" გადავა, მბაპე წლიურად 700 მილიონს გამოიმუშავებს

მკითხველის კომენტარები / 11 /
მასე იწელებოდნენ 10 წლის წინ ცინელები, მაგრამ გადატყდნენ წელში. 36-37 წლის ვარსკვლავს სადაც უნდა იქ წავიდეს. 26 წლის ასაკში, არაბეთში რომ წახვალ ფეხბურთის სათამაშოდ, ე.ი არ გიყვარს ფეხბურთი. მასეთეს ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ. მარეზის, მილინკოვიჩის და სენტ-მაქსიმინის გარეშე გადარჩება რამენაირად ევროპული ფეხბურთი :) რაც შეეხება რონალდუ-მესის წასვლას, დადებითიც ბევრი აქვს მაგ მოვლენას. 15 წელი მაგ ორი კაცის პატერნში გაგვატარებინეს და ბევრი ღირსეული დაიცაგრა. ერთი დიდი, ფულის საჭრელი მანქანა იყო შექმნილი, მთელი თავისი ოქროს ბურთებით და მედია მარკეტინგით. მესი და რონალდუ ძალიან ძლიერები მაინც იყვნენ, მაგრამ პოგბებს რომ გვტენიდნენ რაღაც სუპერ-ტალანტებად, ის დროც გვახსოვს.
ციციკორე
16:27 01-08-2023
7
სწორი და ამ ეტაპზე საკმაოდ მოზომილი სტატიაა. წავა ხვიჩა გრანდში, დღეს თუ არა, ხვალ!
ზვიადი
11:12 01-08-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული