"შეაჩერეთ პოლონეთის უკრაინიზაცია, მათ ვოლინში ჩვენი ბავშვები დახოცეს" - "სლასკის" ფანები მატჩზე ანტიუკრაინული ბანერებით წარდგნენ

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-2 ტურში "სლასკი" საკუთარ მოედანზე თორნიკე გაფრინდაშვილის "ზაგლებიესთან" 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა ფანები ტრიბუნაზე მოულოდნელად ანტიუკრაინული ბანერებით გამოჩნდნენ, სადაც შემდეგი წარწერები იყო:

"შეაჩერეთ პოლონეთის უკრაინიზაცია", "უკრაინელებმა დახოცეს ჩვენი ბავშვები ვოლინში", "ვოლინის სამარცხვინო დუმილის 80 წელი".

აღსანიშნავია, რომ "სლასკის" ფანების მხრიდან ეს ანტიუკრაინული პირველი ქმედება არ არის. გასული წლის ოქტომბერში მათ გამოფინეს ბანერი, სადაც ეწერა, რომ ეს ომი მათი არ იყო, რისთვისაც კლუბი 15 000 ზლოტით დაჯარიმდა.
მკითხველის კომენტარები / 55 /
ციციკორე, არ დაიზარო და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის იაბლონსკის ინტერვიუ ნახე, დღევანდელია, გულდასმით წაიკითხე და ნახავ, მე-2 ლიგის ფან-კლუბის აზრი ემთხვევა თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტრო აზრს.....
ციციკორეს
22:23 02-08-2023
0
https://www.nytimes.com/2023/08/02/us/politics/ukraine-troops-counteroffensive-training.html
აგერ, თუ რომელიმე ,,გულანთებულ ვაი-პატრიოტს" წერა-კითხვა ეხერხება, გაეცანით რას წერს ,,ნიუ-იორკ ტაიმსი", მოძებნეთ ტაკერ კარლსონის, მაკგრეგორის, ხერშის და სხვა ამერიკელ და ევროპელ ექსპერტთა და მიმომხილველთა გადაცემა თუ ინტერვიუები, იქნებ მერე მაინც მიხვდეთ ჯერ საკუთარ და მერე უკრაინელთა სიბრიყვეს.....
კაკო
22:04 02-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული