10 მაისს, პოლონეთის ექსტრაკლასას 35-ე ტურში ლუკა ზარანდიას "არკამ" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა გიორგი გაბედავასა და გიორგი ივანიშვილის "ზაგლებიე".
მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა და მასპინძლებმა სტუმართა წინააღმდეგობის დაძლევა მხოლოდ შეხვედრის დასასრულს მოახერხეს. 84-ე წუთზე ზარანდიას პასით ანგარიში თავდამსხმელმა მაცეი იანკოვსკიმ გახსნა, ხოლო 90+7-ე წუთზე გოლი თავად ზარანდიამ გაიტანა.
სტუმართა გუნდში სასტარტო შემადგენლობაში იყო ივანიშვილი, რომელიც 90+2-ე წუთზე შეცვალეს, გაბედავა კი 75-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.