
იტალიის ნაკრების ყოფილი კარის დარაჯის თქმით, კვარაცხელია ვარჯიშებზე წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს და ნამდვილი მონსტრია.
"ჩუკვუეზე და პულიშიჩი? მათზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან კარგად არ ვიცნობ, მაგრამ "კვარას" შესანიშნავად ვიცნობ.
ერთხელ ვარჯიშზე წარმოუდგენელი რაღაცები გააკეთა. ზოგადად, ვარჯიშებზე უფრო ეფექტურია, ვიდრე უშუალოდ მატჩების დროს. ეს ბიჭი ნამდვილი მონსტრია", - განაცხადა სირიგუმ.
შეგახსენებთ, სირიგუ ბოლოს "ფიორენტინას" ღირსებას იცავდა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია.