"ნაპოლის" ყოფილმა მეკარემ, სალვატორე სირიგუმ, Corriere dello Sport-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
იტალიის ნაკრების ყოფილი კარის დარაჯის თქმით, კვარაცხელია ვარჯიშებზე წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს და ნამდვილი მონსტრია.
"ჩუკვუეზე და პულიშიჩი? მათზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან კარგად არ ვიცნობ, მაგრამ "კვარას" შესანიშნავად ვიცნობ.
ერთხელ ვარჯიშზე წარმოუდგენელი რაღაცები გააკეთა. ზოგადად, ვარჯიშებზე უფრო ეფექტურია, ვიდრე უშუალოდ მატჩების დროს. ეს ბიჭი ნამდვილი მონსტრია", - განაცხადა სირიგუმ.
შეგახსენებთ, სირიგუ ბოლოს "ფიორენტინას" ღირსებას იცავდა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია.
14:00 02-08-2023
"ეს ბიჭი ნამდვილი მონსტრია, ერთხელ ვარჯიშზე..." - სირიგუმ "კვარაზე" საინტერესო ისტორია გაიხსენა
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
პ.ს. ის ფინტი ვერ გამომდის თვალებიდან კვიპროსთან რომ გააკეთა რაღაც სასწაული. ბურთი ჯერ უკან წამოვიდა თვითონ რომ წინ მოძრაობდა მერა გაყვა ბურთიაც. ალბათ დაუძახა ბურთს. DDD