"ეს ბიჭი ნამდვილი მონსტრია, ერთხელ ვარჯიშზე..." - სირიგუმ "კვარაზე" საინტერესო ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა მეკარემ, სალვატორე სირიგუმ, Corriere dello Sport-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

იტალიის ნაკრების ყოფილი კარის დარაჯის თქმით, კვარაცხელია ვარჯიშებზე წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს და ნამდვილი მონსტრია.

"ჩუკვუეზე და პულიშიჩი? მათზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან კარგად არ ვიცნობ, მაგრამ "კვარას" შესანიშნავად ვიცნობ.

ერთხელ ვარჯიშზე წარმოუდგენელი რაღაცები გააკეთა. ზოგადად, ვარჯიშებზე უფრო ეფექტურია, ვიდრე უშუალოდ მატჩების დროს. ეს ბიჭი ნამდვილი მონსტრია", - განაცხადა სირიგუმ.

შეგახსენებთ, სირიგუ ბოლოს "ფიორენტინას" ღირსებას იცავდა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია.

altსირიგუ: პსჟ-ს ვერატი დატყვევებული ჰყავს

alt

სალვატორე სირიგუ: კარგი მეკარე ვარ, მაგრამ ბუფონი ლეგენდაა
მკითხველის კომენტარები / 8 /
პელე პირიქით იყო ვარჯიშებზე არაფერი თამაშის დროს ხდებოდა განსაკუთრებული. ეს იმას არ ნიშნავს რომ ხვიჩა თამაშის დროს არ არის მაგარი, ძალიან მაგარია ხვიჩა მოედანზეც მაგრამ ვარჯიშზე არის მონსტრი და პელე ვარჯიშის დროს არ იყო მონსტრი. ჩვეულებრივი იყო პელე ვარჯიშებზეო თავს არ იკლავდაო ვერაფერს ვერ შეატყობდიო, და სულ სხვანაირი ხდებოდა თამაშებზეო. პელეს მწვრთნელები ყვებოდნენ
tele
02 აგვისტო 2023 17:32
7
ზოგადად არსებობს ეს პრობლემა ფეხბურთში, მიზეზეზად ხან რას ასახელებენ და ხან რას, მაგ. ფეხბურთელის ხასიათს, მწვრთნელების მიდგომას, ფსიქოლოგიას და ა.შ. პირადად, რაც ჩემი თვალით მინახავს, სიყმაწვილეში თბილისის "დინამოს" ბაზის რკინის გისოსებზე მიყუდებულს, ჩელებაძის სასწაულები. თამაშისას ხომ მაგარი იყო, მაგრამ რასაც ვარჯიშისას აკეთებდა, სტადიონზე, იმის მხოლოდ ნახევარს თუ ამჟღავნებდა.
goga
02 აგვისტო 2023 17:14
0
ხვიჩა შეაქო და ტაქტის ამბავია,სირიგუს ნუ დავუძახებთ,ვინჩენცოევიჩი ჯობია
Levani
02 აგვისტო 2023 16:54
2
ადრეც მითქვამს იმიტომ იტირა სიომინმა ლოკოდან რომ გაყიდეს. რუბინშიც ამბობდნენ და ნაპოლიშიც ოსიმენმაც თქვა. ჩვენ ბევრი არ გვინახავს მისი შესაძლებლობის, ხვიჩას ჯერ მოედანზე არ გადმოუტანია მისი ნახევარიც რაც მას არსენალში აქვს. ამას დრო უნდა, ჯერ მხოლოდ პირველი ''მოკრძალებული'' სეზონი იყო ამ დონეზე. წელს ლიგაზე უფრო მეტად გაიბრწყინებს ჩვენი ხვიჩა, ჩვენი იმედი და სიხარული ბიჭი.

პ.ს. ის ფინტი ვერ გამომდის თვალებიდან კვიპროსთან რომ გააკეთა რაღაც სასწაული. ბურთი ჯერ უკან წამოვიდა თვითონ რომ წინ მოძრაობდა მერა გაყვა ბურთიაც. ალბათ დაუძახა ბურთს. DDD
G.LA
02 აგვისტო 2023 16:20
4
სიომინმა იმიტონ იტირა რომ ვერ შეძლო დალპობა გაექცა ქართველი. და კვირკველიაზე იძია შური მაგის მერე ამოაგდო ძირითადიდან გუნდიდანაც გააგდებინა. არადა დაფრინავდა კვერკველია მაგ დროს რუსეთში საუკეთესო მცველი იყო
stf
02 აგვისტო 2023 17:38
9
ისე ოსიმენმაც თქვა ადრე, ვარჯიშებზე ისეტებს აკეთებს, რომ წარმოუდგენელი მარაგი აქვსო
კვარა ქუგალე
02 აგვისტო 2023 15:49
2
მართალია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია!განსაკუთრებით მწვრთნელმა უნდა მიაქციოს ამას ყურადღება. ე.ი. ბორკილებია ფსიქოლოგიური და არსებულ სათამაშო სქემაში მის მონაწილეობაში.
გულშემატკივარი
02 აგვისტო 2023 15:22
2
,,ვარჯიშებზე ბევრად ეფექტურია, ვიდრე ზოგადად თამაშებისას,, ეს სიტყვები რაღაცას უნდა ნიშნავდეს მწვრთნელისთვის და თვითონ კვარასთვისაც, თავისი მიზეზი აქვს ამას.
რუსთავი
02 აგვისტო 2023 14:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული