ლუკას მოურა კარიერას "სან პაულოში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ლუკას მოურა კარიერას "სან პაულოში" გააგრძელებს. ინფორმაციას ბრაზილიური კლუბის ოფიციალური გვერდიც ადასტურებს. 

მოგეხსენებათ, სამხრეთამერიკულ გრანდს კოლუმბიელი მიძინებული ვარსკვლავი, ხამეს როდრიგესიც შეუერთდა. 

რაც შეეხება მოურას კარიერას, 2018 წელს ლუკასი "პარი სენ ჟერმენიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა, სადაც ჯამში 150 შეხვედრა ჩაატარა და თავი 20 გოლით გამოიჩინა. 

გასულ წელს 30 წლის "სელესაოელმა" ლონდონელების მაისური 15 შეხვედრაში მოირგო, ჯამში 140 წუთი ითამაშა და თავი 1 გოლით გამოიჩინა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ის კაცია ვინც ისტორიას ყველაზე უსახური ჩემპიონთა ლიგის ფინალი აჩუქა.ეს ის კაცია,ის უსახური ფეხბურთელი რომელსაც მხოლოდ ერთი მატჩით გაიხსენებენ,რომელმაც ძალიან სიმპატიური აიაქსი ერთი ყარაულის თოფივით გავარდნილი თამაშით გააგდო.მეტი აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია მა კაცს ფეხბურთში
Master
16:48 03-08-2023
5
პსჟ-ს კიდევ ერთი მსხვერპლი... იმედია მბაპე როგორმე გაასწრებს მაგ... გუნდიდან!
სახელი
15:51 04-08-2023
0

სიახლეები პოპულარული