წყაროს ცნობით, ეკვადორელის სანაცვლოდ "მერსისაიდელები" "თოლიებს" პრემიერლიგისთვის სარეკორდო, 127 მილიონ ევროს გადაუხდიან.
კაისედოს შეძენას აქტიურად ცდილობდა "ჩელსიც", თუმცა ფეხბურთელისთვის ბრძოლაში იურგენ კლოპის გუნდმა იმარჯვა.
დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, "ლივერპული" კაისედოს ტრანსფერს დღეს დაადასტურებს.
შეგახსენებთ, "ბრაიტონმა" კაისედო 2020 წელს 5 მილიონ ევროდ შეიძინა.