"ლივერპული" პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს დღეს განახორციელებს

AutoSharing Option
მოისეს კაისედო კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ეკვადორელის სანაცვლოდ "მერსისაიდელები" "თოლიებს" პრემიერლიგისთვის სარეკორდო, 127 მილიონ ევროს გადაუხდიან.

კაისედოს შეძენას აქტიურად ცდილობდა "ჩელსიც", თუმცა ფეხბურთელისთვის ბრძოლაში იურგენ კლოპის გუნდმა იმარჯვა.

დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, "ლივერპული" კაისედოს ტრანსფერს დღეს დაადასტურებს.

შეგახსენებთ, "ბრაიტონმა" კაისედო 2020 წელს 5 მილიონ ევროდ შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ფულებს იხდიან ეს პრემიერლიგის გუნდები) მაინც მცირე ბიუჯეტიანი სერია ა ჯობია )
dato
11:21 11-08-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული