"რუი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, თუმცა "ნაპოლიში" არ აფასებენ, ტრანსფერს ვითხოვთ" - მარიოს აგენტმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა

AutoSharing Option
მარიო რუიმ შესაძლოა "ნაპოლი" დატოვოს. ამის შესახებ პორტუგალიელის აგენტმა ალფრედო პედულასთან საუბარში დაადასტურა.

მარიოს წარმომადგენლის თქმით, მის კლიენტს "პარტენოპეიში" არ აფასებენ და მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

"მარიოს სურდა, რომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაეხანგრძლივებინა და ამ კლუბში დიდხანს დარჩენილიყო, თუმცა დე ლაურენტისთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ისინი რუის ვერ აფასებენ.

თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ნათლად დავინახავთ, რომ რუი სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. სწორედ ამიტომ მათი პოზიციით გაკვირვებული ვარ. კლუბის პრეზიდენტს უკვე ვესაუბრე, ტრანსფერს ვითხოვთ. ზოგადად, დღესდღეობით "ნაპოლის" ბევრი ისეთი
ფეხბურთელი ჰყავს, რომლებსაც "პარტენოპეის" რიგებში ყოფნა არ სურთ", - განაცხადა რუის აგენტმა.

შეგახსენებთ, რუი "ნაპოლის" 2017 წელს "ემპოლიდან" შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში განაპირა მცველმა ნეაპოლელთა მაისურით 199 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლით გამოიჩინა.

altხვიჩა სტანდარტულებზე ვარჯიშობს - "ნაპოლი" შეიძლება ოსიმენის, ზილენსკის და მარიო რუის გარეშე დარჩეს

altკვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - მარიო რუი "ნაპოლისთან" დამშვიდობებას აპირებს

altმარიო რუი "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მკითხველის კომენტარები / 3 /
გააჩნია ვის ადარებთ თორე ჩემთან შედარებით მართლა მაგარი მცველია :-D
პასები ისწავლოს კვარაზე ჯობია, ტიპს აგდილობრივი მააშტაბის მესი ( ჯერჯერობით ადგილობლივი ) ეხსნება და მეორე ფლანგზე აგდებს სადღაც
0
საუკეთესო მცველისა რა მოგახსენოთ და ბოღმის ბუკეტი კვარასთან მიმართებით დანამდვილებით არის.
სვანსკი
16:12 11-08-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული