"იუვენტუსს" "ნაპოლისთან" შედარებით ერთი უპირატესობა აქვს - მოჯიმ სერია A-ს ფავორიტი დაასახელა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ყოფილ სპორტულ დირექტორს ლუჩანო მოჯის ჟურნალისტებმა სერია A-ს 2023/2024 წლების სეზონის წინ ფავორიტის დასახელება სთხოვეს.

ყოფილი საფეხბურთო სელექციონერის თქმით, სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტი ტურინის "იუვენტუსია".

"გასულ სეზონში "ნაპოლიმ" სკუდეტო სპალეტისა და კრისტიანო ჯუნტოლის გამოცდილების ხარჯზე მოიგეს, წარმატების გამეორება ძალიან რთული იქნება.

ვფიქრობ, "იუვენტუსი" ფავორიტია, მათ "პარტენოპეისთან" შედარებით ერთი უპირატესობაც აქვთ, "ბიანკონერი" არც ერთ ევროტურნირზე არ ასპარეზობს, შესაბამისად, მათ კონკრეტული მატჩისთვის მოსამზადებლად უფრო დიდი დრო ექნებათ", - განაცხადა მოჯიმ.

alt"აღმოჩენა არაა, მხოლოდ ერთი რამ გამოსდის" - მოჯიმ "კვარაზე" ისაუბრა

alt"ეს ქართველი

ფენომენი სად მონახეს?" - ხვიჩას თვით მორატი და მოჯი აქებენ

altლუჩანო მოჯი: 33 წლის რონალდოს 112 მილიონად არ ვიყიდიდი

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ მოჯ . - ასაც მგონი წინაპარი კაკულია ყავდა!
პლეხანოველი
17:15 13-08-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული