"არ მიიღოთ რუსული ფული, რომელიც უკრაინელი ბავშვების სისხლშია გასვრილი" - პაულო ფონსეკამ მშობლიურ კლუბებს მიმართა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ყოფილმა მწვრთნელმა და ამჟამად ლიგა 1-ის ბინადარი "ლილის" პორტუგალიელმა დამრიგებელმა პაულო ფონსეკამ მშობლიურ კლუბებს ურჩია, რომ რუსეთში ფეხბურთელები არ გაყიდონ.

გამოცდილი სპეციალისტის თქმით, ფული, რომელიც რუსებისგან იქნება მიღებული, სისხლიანი იქნება.

"გასულ კვირაში წავიკითხე, რომ "ბენფიკა" და "ბრაგა" განიხილავდნენ ჩიკინიოს და ტორმენის მიყიდვას რუსული კლუბებისთვის. "ბენფიკამ" ომის დაწყების შემდეგ უკრაინის დასახმარებლად კამპანია წამოიწყო, "ბრაგა" კი ჩემი მშობლიური კლუბია, რომელსაც გულისხმიერი ხალხი მართავს დიდი გულით.

ცოტა ხნის წინ რუსულმა კლუბმა "სასუოლოს" მარცხენა მცველის, როჯერიოს ყიდვა მოინდომა, მაგრამ იტალიელებმა უარი განაცხადეს მოლაპარაკებების წამოწყებაზეც
კი და თქვეს, რომ რუსულ კლუბთან საქმის დაჭერა არაეთიკური იქნებოდა.

მოვუწოდებ "ბრაგას" და "სპორტინგს", გაიმეორონ იტალიური კლუბის მაგალითი. მესმის, რომ დრო გადის და შეიძლება ხალხი პორტუგალიაში აღარ ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე ომს, მაგრამ რუსეთი აგრძელებს იქ ხალხის ხოცვას, მათ შორის ხოცავს უდანაშაულო ბავშვებს, რომლებიც შეიძლება სახლში ფეხბურთის ყურების დროს დაბომბეს.

ერთი რამ ზუსტად ვიცი, თუ "ბენფიკა" და "ბრაგა" საქმიან ურთიერთობას დაიჭირენ რუსულ კლუბებთან, ფული, რომელსაც ისინი მიიღებენ რუსებისგან, უკრაინელი ბავშვების სისხლში იქნება გასვრილი, რომლებიც ყოველდღე იღუპებიან უკრაინაში და ბევრ მათგანს ფეხბურთი ძალიან უყვარს", - დაწერა ფონსეკამ სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 13 /
რატო ბლოკავთ კომენტარებს?! თუ რუსს დედა არ შევაგინე, ისე არ უნდა გაუშვათ?!
ამ ვირიშვილის წინაპრებმა-პორტუგალიებმა მიწასთან გაასწორეს ჯერ ამერიკელი ინდიელები, მერე აფრიკა- მოზამბიკი, ანგოლა, კაბო-ვერდე.. ყველა აგრესია დასაგმობია, მაგრამ ანგლო-საქსებს, ფრანგებს და კონკისტადორებს რა ხმა აქვთ ამოსაღები, სისხლში ბანაობდნენ საუკუნეების მანძილზე.
ეს თვითონ კოლონიზებულ მოზამბიკშია დაბადებული სამხედროს ოჯახში, ეგ არ ახსოვს. ეხლა აუჩუყდა გული. აბა ,გადაუხადოს რომელიმე რუსულმა კლუბმა დიდი ფული, ფეხით ჩავა იქ. მერე იტყვის სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთს არ უნდა ავურიოთო.
Kutaisski
20:22 15-08-2023
2
ჩვენთან სუფთა ფული შემოდის, გარეცხილი. ვაი ჩვენს პატრონს, ამდენი კიკუები საიდან გაჩნდნენ ამ უბედურ ქვეყანაში.
ცოფიანი სპილო
01:52 15-08-2023
4

სიახლეები პოპულარული