წყაროს ცნობით, "რენი" ლიგა 1-ის ერთ-ერთი გამორჩეული შემტევის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს, "ქალაქელები" კი ამ თანხის გადასახდელად მზადაა.
პეპ გვარდიოლა ბელგიის ნაკრების გარემარბს რიად მაჰრეზის შემცვლელად მიიჩნევს, რომელმაც კარიერის გაგრძელება საუდის არაბეთში ისურვა.
დოკუ "ანდერლეხტის" აკადემიის აღზრდილია და პროფესიონალური კარიერაც ამ კლუბში დაიწყო, 2020 წელს კი 9 მილიონის სანაცვლოდ "რენს" შეუერთდა.