ლიონელ მესის ბრწყინვალე გოლი და პირველი ტიტული ახალ კლუბში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიონელ მესის მაიამის "ინტერი" ლიგის თასის გამარჯვებული გახდა, ფლორიდელებმა ფინალში "ნეშვილი" თერთმეტმეტრიანების სერიაში (10:9) დაამარცხეს და აღნიშნული ტიტული ისტორიაში პირველად მოიგეს.

ანგარიში 23-ე წუთზე "ლა პულგამ" ულამაზესი დარტყმით გახსნა, 57-ე წუთზე კი სხვაობა პიკომ აღადგინა, ძირითად დროში აღარაფერი შეცვლილა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც დევიდ ბექჰემის გუნდსმა გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესისთვის ეს ტიტული კარიერაში რიგით 44-ე გახლავთ, რაც აბსოლუტური რეკორდია.

შეგახსენებთ, 36 წლის არგენტინელმა მიმდინარე სეზონში მაიამის "ინტერის" მაისურით ჯამში 7 მატჩი გამართა, თავი კი 11 გატანილი გოლითა
და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

altმესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში

altმესისა და მაიამის "ინტერს" ვეღარ აჩერებენ - არგენტინელის მორიგი გოლი და გამარჯვება [VIDEO]

alt"ოქროს ბურთის" მოგება ჩემთვის მნიშვნელოვანი არასდროს იყო" - თქვა ამ ჯილდოს 7-გზის მფლობელმა მესიმ

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს კაცი ფეხბურთს თამაშობს თუ ხელბურთს?
გიორგი
18:00 20-08-2023
0
გიჟია გიჟიიი DD
zura222
15:20 20-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული