"თანაგუნდელებს არ ეხმარებოდა, მასთან შენიშვნები მაქვს" - გარსიამ ოსიმენზე ისაუბრა

AutoSharing Option
სერია A-ს პირველ ტურში "ნაპოლი" "ფროზინონეს" ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ მატჩის შემდეგ სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა.

"პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა პანიკას არ ავყევით, ოსიმენის დუბლის გამო ბედნიერი ვარ, თუმცა მასთან გარკვეული შენიშვნები მაქვს, არ მომეწონა თუ როგორ მოქმედებდა ვიქტორი დაცვაში, ის თანაგუნდელებს არ ეხმარებოდა, ისე როგორც ამას წინა სეზონებში აკეთებდა. ნიგერიელს გოლის გატანა ყოველთვის შეუძლია, ამიტომ მისი შეცვლა არც მიფიქრია. რა გახლავთ მისი მთავარი სიძლიერე? გამოწვევებს არასდროს უშინდება", - განაცხადა გარსიამ.

შეგახსენებთ, ჩემპიონატის მეორე
ტურში "ნაპოლი" "სასუოლოს" უმასპინძლებს, მატჩი 27 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

altკვერნაძის დებიუტი სერია A-ში - "ნაპოლიმ" "ფროზინონეს" სძლია

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს სპალეტიზე უარესი ყოფილა! ცენტრალურ მცველად ათამაშე და უკეთესი იქნება! კაცმა ორი გოლი გაიტანა, თამაში მოაგებინა, ყველა ბურთზე იბრძოდა და ამან დაცვას არ ეხმარებოდაო! კარშიც ხომ არ ჩამდგარიყო მერეტის მაგივრად, რაღაც ვერ მეკარეობდა მერეტი კარგად!?
მწრთვნელი
11:25 20-08-2023
6
ოსიმჰენის უნდა რომ ყველამ მასზე ითამაშოს და სულ უკმაყოფილოა თუ ვინმე ბურთს კარებში ურტყავს!
NAPOLI !
20:07 20-08-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული