
ნიგერიელი შემტევის თქმით, იგი "ნაპოლიში" ბედნიერია, თუმცა მის მომავლთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მიიღებს.
"ჩემს მომავალთან დაკავშირებით ბევრი ჭორი გავრცელდა, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აურელიო დე ლაურენტისი იღებს, ის ბოსია, ამჟამად ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. თუმცა ვნახოთ რა მოხდება სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს", - განაცხადა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, ბოლო ცნობების მიხედვით, ნიგერიელი "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 150 მილიონი ევრო იქნება.
"თანაგუნდელებს არ ეხმარებოდა, მასთან
შენიშვნები მაქვს" - გარსიამ ოსიმენზე ისაუბრა
კვერნაძის დებიუტი სერია A-ში - "ნაპოლიმ" "ფროზინონეს" სძლია [VIDEO]