გორიდან ვენაში - "დილა" ტრანსფერში 700 ათასს მიიღებს

AutoSharing Option
ავსტრიული "კურიერი" იტყობინება, რომ "რაპიდმა" თითქმის სამთვიანი ძალისხმევა წარმატებით დაასრულა და "დილას" გარემარბი ტიერი გეილი გადაიბირა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრანსფერი ვენურ კლუბს 700 ათას ევროზე ოდნავ ნაკლები დაუჯდება, რაც ასეთი ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად ძვირი არ არის.

21 წლის გეილს სხვა კლუბები უკეთეს პირობებს სთავაზობდნენ, მაგრამ მან "რაპიდში" გადასვლა ისურვა. ის გუნდიდან წასულ მარკო გრიულს შეცვლის. გუნდი აგრეთვე ცენტრალურმა მცველმა ნენად ცვეტკოვიჩმა დატოვა, რომლის შემცვლელსაც სასწრაფოდ ეძებენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რასაც დაწერენ ყველაფერს ნუ იჯერებთ და მერე ნუ წერთ სალანძღავ კომენტარებს. ჯერ არ გადაწყვეტილა სად წავა, მიდტიულანდი და რაკოვი უფრო რეალურია და აქ რა თანხაც წერია მაგ თანხაზე საერთოდ საუბარიც არ ყოფილილა, მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაუშვებს დილა. ისე ვისაც გაინტერესებთ გეტყვით რო ტიერი გორშია და ჯერ არსად წასულა როგორც დღეს დაწერეს.
გორელი
00:14 26-08-2023
0
ჯერ 1,2 მილიონი, შემდეგ 800 000, ეხლა 700 000... ან მენეჯმენტი ვერ მუშაობს ან თავმოყვარეობა არ გაქვთ. მესამე ვარიანტი არ არსებობს!
ლაშა
23:20 25-08-2023
2

სიახლეები პოპულარული