
21 წლის ბარბადოსელი შემტევი ტიერი გეილი "დილადან" "რაპიდში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ვენური კლუბი ავრცელებს.
"რაპიდმა" გეილს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ის 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ავსტრიული მედიის ცნობით, "დილა" ტრანსფერში 700 ათას ევროს მიიღებს.