"ყალბი გვერდებიდან მწერდნენ და მეუბნებოდნენ, რომ სფფ-იდან იყვნენ" - ილია ვახანია რუსეთის ნაკრებში დებიუტის შემდეგ

AutoSharing Option
"როსტოვის" 22 წლის მცველ ილია ვახანიას (რომელიც მამით ქართველია) რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. მან ეგვიპტის 23-წლამდელთა წინააღმდეგ 18 წუთი ითამაშა, ამხანაგური მატჩი კი 1:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა RB Sport-ს ინტერვიუ მისცა და ჟურნალისტმა იმის შესახებაც ჰკითხა, ჰქონდა თუ არა შანსი, რომ საქართველოს ნაკრებში ეასპარეზა.

"ოფიციალური წინადადება საქართველოდან არასდროს ყოფილა. სოციალურ ქსელში რამდენიმე ყალბი გვერდიდან მომწერეს და მითხრეს, რომ სფფ-იდან იყვნენ და ნაკრებში მეპატიჟებოდნენ.

მიფიქრია თუ არა ამაზე? - არა. მხოლოდ საკლუბო ფეხბურთზე ვიყავი ორიენტირებული და აჟამად მხოლოდ "როსტოვზე"
ვფიქრობ. ახლა ნაკრებში ვარ და რა თქმა უნდა, ეს კლუბში კარგმა ასპარეზობამ განაპირობა. ამიტომ, მთავარია, საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინო", - თქვა ვახანიამ.

ვახანია "ზენიტის" აღზრდილია, სანკტპეტერბურგელთა მეორე გუნდში ასპარეზობდა და ამ სეზონის დაწყების წინ "როსტოვში" ჩაირიცხა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
Რაღაც დიდი ხანია მარადიშვილზე არაფერი გითქვამთ რა ხდება აღარ აქტიურობს მამამისი? ისე რა ¥ეა რომ იცოდეთ ის ტელეფონზე და მესიჯზეც არ უპასუხებთ
Ავტორს
03:12 14-09-2023
0
იმედია რეალურად მუშაობს ფედერაცია ამ ბიჭთან და არ ძინავთ!!! სომხები ბოლოვიაში და დასაკარგავში დასდევენ , ვინმე იყოს წარმოშობით ჩვ3ნიანიო და ეს ბიჭი კარგია, იმუშავეთ მასთან და ჩამოიყვანეთ აქ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
09:03 13-09-2023
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული