![](https://sportall.ge/pictures/image5/98bae1fecf6edf80f3dfba105ab8a578.jpg)
30 წლის ნახევარმცველი მარკო ვერატი პსჟ-დან საუდის არაბეთის "ალ არაბიში" გადავიდა.
იტალიელი ფეხბურთელი "ალ არაბიმ" 50 მილიონ ევროდ შეიძინა და სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ის ახალ გუნდში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ვერატი პსჟ-ის ღირსებას 2012 წლიდან იცავდა, გასულ სეზონში კი კლუბში ყველა ტურნირზე 38 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ფასი 40 მილიონია.