"კვარას" უკმაყოფილება? გეტყვით, რატომ შევცვალე" - რა თქვა გარსიამ "ჯენოასთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
გუშინ, 16 სექტემბერს, სერია A-ს მე-4 ტურში "ჯენოამ" "ნაპოლის" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ რუდი გარსიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, ხვიჩა კვარაცხელია იმიტომ შეცვალა, რომ შანსი სხვა ფეხბურთელებისთვისაც მიეცა.

"ცუდად ვითამაშეთ, მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდით, როდესაც მეტოქე ჩვენზე ორი გოლით წინ იყო. პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, თუმცა შესვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა მატჩში გარდატეხა მოახდინეს.

ეს შეხვედრა ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს, იმედი მაქვს, შემდეგ მატჩებში პირველივე წუთიდან 100%-ით დავიხარჯებით.

კვარას ჟესტი? ვინც კარგად ვარჯიშობს შანსს ყველა მიიღებს, ეს ჩემმა ფეხბურთელებმა იციან,
მინდა შანსი ყველამ მიიღოს და ქართველიც სწორედ ამიტომ შევცვალე", - განაცხადა გარსიამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მომდევნო მატჩს 20 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე "ბრაგას" წინააღმდეგ გამართავს.

altკვარაცხელიას მაღალი შეფასება და გარსიასადმი პროტესტის ჟესტი [VIDEO]

alt"კვარას" მშრალი სერია? მას შემდეგ რაც ნაკრებში 2 სრული მატჩი ითამაშა, დავრწმუნდი რომ..." - რა თქვა გარსიამ "ჯენოასთან" მატჩის წინ

alt"ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს, აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თბილისში; რაც შეეხება გარსიას..." - ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს მთლად დალაგებული ვერ უნდა იყოს. ძერბინი კარგად ვარჯიშობს და მიტო შევუშვი კვარას მაგივრადო ისე ამბობს, თითქოს ხუთით ნოლს იგებდა გუნდი და თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო. და თან 88 წუთზე.
ქუთაისი
12:34 17-09-2023
0
თუ ხვიჩამ პრეტენზია და საყვედური უნდა გამოთქვას პირველ რიგში საკუთარ თავზე...აშკარად მოუკლო თამაშს..ხშირად კარგავს ბურთს...ძაან არაზუსტად ურტყამს კარისკენ..პარტნიორების ხედვა..მათი მოძროაბის დანახვა უჭირს..ხშირად ეწუწუნება მსაჯს და..ახლა გარსიასაც საყვედური გამოუთქვა...საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის რომ საკუთარი თამაშით დაერწმუნებინა ყველა რომ დაბრუნდა ფორმაში..დასათამაშო კონციდიებში..გარსია ხისტი და ამპარტავანი პიროვენბაა..იმახსოვრებს და აგროვებს მის მიმართ გამოხატულ უკმაყოფილებებს..და საერთოდ არ დააკრგინოს ადგილი ძირითადში..სულ სხვა თემაა..თუ როგორაა მომზადებული გუნდი..ან რა შემადგენლობა დააყენა..და რა ტაქტიკით ათამაშებს...მალე ფეხბურთელებსაც დაუგროვდება ეს უკმაყოფილება..ყველაზე ცუდი მერე დაიწყება...მეორე ტაიმის ბოლოს აშკარად დაიკარგა...პასზეც არ ეხსნებოდა იდგა და ელოდა...ბურთისთის ფეხბურთელმა უნდა იბრძოლო..უნდა ეძებო თავისულფალი სივრცეები სადაც უნდა მიიღო პასი..პარალელურად გხედავდე გრძნობდე უნდა პარტნიორის მოძრაობას..და სესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო თამაშის გაგრძელების...ამ კომპონენტში,,განსაკუთრებით თამაშის მართვის ..ძალაინ მოკლებულია..განვითარება მისი სამწუხაროდ არ იგრძნობაა...არ მინდა ვარსკვლავური დაავადება დაემართოს..პრეტენზიული საკუთაი თავის მიმართ გამოხატოს და მეტი ივარჯიშოს..განსაკუთრებით ტაქტიკაში..რაც ყველაზე მეტად სააზროვნოა და გაცილებიტ მეტად ფასობს ფეხბურთელის შემდგომი წინსვლისთის...თანამედროვე ფეხბურთში ფიზიკა და ტექნიკა საკმარისი არაა..მისმა ტოლებმა და უმცორსებმა..ყველა კომპნენტში გაასწრეს უკვე..ახლა დროა ამოქაჩოს და უმაღლეს დონეს დაუბრუნდეს...მვპ -ის ტიტული ძალიან ბევრს ავალდებულებს რაც ჯერ კიდევ კარაგდ შემეცნებული არა აქვს მგონი..
ბუჯანგა
12:57 17-09-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული