"რაც მან გააკეთა, საგანგაშოა" - დი კანიო ოსიმენზე

AutoSharing Option
24 სექტემბერს, სერია A-ს მე-5 ტურში, "ნაპოლი" "ბოლონიას" ესტუმრა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

"პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ვიქტორ ოსიმენი 72-ე წუთზე შეცვალა, რითაც ნიგერიელი ფორვარდი უკმაყოფილო დარჩა.

აღნიშნულ ფაქტს ვეტერანი ფეხბურთელი პაოლო დი კანიო გამოეხმაურა და ოსიმენს ამპარტავანი უწოდა.

"ოსიმენი გუნდის ლიდერია. ფაქტია, რომ თერთმეტმეტრიანი მას უნდა შეესრულებინა. მიუხედავად იმისა, რომ შეცვლის გამო უკმაყოფილება გამოთქვა, მან მწვრთნელს ანიშნა, თუ რა უნდა გაეკეთებინა. ჩემი აზრით, ეს საგანგაშოა. დარწმუნებული ვარ, რომ სპალეტის ამგვარად ვერც ოსიმენი და ვერც კვარაცხელია ვერ მიუთითებდნენ", -
განაცხადა დი კანიომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ მატჩს 27 სექტემბერს, "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართავს.

altრუდი გარსიამ კვარაცხელიას შეცვლის მიზეზი განმარტა

alt"კვარას" მაღალი შეფასება და შეცვლების გამო გულშემატკივრების უკმაყოფილება

altხვიჩას ძალისხმევით მოპოვებული პენალტი - "ნაპოლიმ" ისევ დაკარგა ქულები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
არაფერია საგანგაშო ოსიმენმა ანიშნა ორი ფორვარდით გვეთამაშაო.
semi
17:26 25-09-2023
3
ბოდიში მოახდევინეს ოსიმენს. კიდე კაი კვარას რო არ ამოუქექეს ის უკმაყოფილო გავსლის მანერა და არ დასტრესეს უარესად.
ბიჭებს წნეხში აყენებენ და იქეთ ბოდიშს ახდევინებენ. კარგად არ დასრულდება ეგ.
ხვიჩა გამძლეობა!
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული