სერია A-ს მეხუთე ტურში, „ბოლონიასთან" ფრედ დასრულებულ მატჩში (0:0), "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ 76-ე წუთამდე ითამაშა და მაღალი შეფასებები დაიმსახურა.
კვარაცხელიას Whoscored-მა 7.3 ქულა დაუწერა და ეს მასპინძელთა გუნდის მეკარის ლუკაშ სკორუპსკის შემდეგ (7.6) ყველაზე მაღალი შეფასებაა. ხვიჩამ Sofascore-სგან 7.1, ხოლო flashscore-სგან 7.4 ქულა დაიმსახურა.
spazionapoli აღნიშნავს, რომ "კვარასა" და ვიქტორ ოსიმენის შეცვლა არასწორი იყო და ამის გამო ბოლონიაში ჩასულმა რამდენიმე ათასმა ნეაპოლელმა გულშემატკივარმა მწვრთნელ რუდი გარსიას უსტვინა.
გამოცემა წერს, რომ ქომაგებმა უკმაყოფილება გამოხატეს, რადგან ფრანგმა სპეციალისტმა მოედნიდან ორი ყველაზე
მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გაიყვანა და ეს იმ დროს, როდესაც გოლის გატანა სჭირდებოდათ. ქართველმა ამჯერად უკმაყოფილება არ გამოხატა, ნიგერიელმა კი იმედგაცრუება ვერ დამალა.
ვერ შეამჩნევს, ყოველ თამაშში როგორ უმატებს კვარა!