"იუნაიტედის" ფეხბურთელები სანჩოს ტენ ჰაგისთვის ბოდიშის მოხდას აიძულებენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბი ჯეიდონ სანჩო გუნდისგან კვლავ განცალკევებით ვარჯიშობს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

მოგეხსენებათ, "მანკუნიანელთა" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ახალგაზრდა შემტევის უთამაშებლობის მიზეზად ვარჯიშებისადმი მისი დამოკიდებულება დაასახელა, რასაც ჯეიდონისგან სოციალურ ქსელში პროტესტი მოჰყვა.

წყაროს ცნობით, ინგლისელი ფეხბურთელი აკადემიის მოთამაშეებთან ერთად საუზმობს, რადგან პირველ გუნდს სრულად ჩამოაშორეს.

გამოცემის ინფორმაციით, სანჩოს თანაგუნდელებმა ლუკ შოუმ და ჰარი მაგუაიერმა სთხოვეს, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტისთვის ბოდიში მოეხადა, რაზეც "დორტმუნდის" ყოფილმა მოთამაშემ უარი განაცხადა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული