
იტალიელის თქმით, ნიგერიელი ფორვარდი ზედმეტად ჭირვეულია, ზოგჯერ კი მოედანზე მისი ქმედებები გულშემატკივრებისთვის გამაღიზიანებელია.
"ოსიმენი ზოგჯერ ზედმეტად ენერგიულად თამაშობს, ხანდახან კი ბევრს წუწუნებს და ჭირვეულობს, რაც გულშემატკივრებისთვის გამაღიზიანებელია. ის გრძნობს, რომ "ნაპოლი" გასულ სეზონთან შედარებით განსხვავებული გუნდია, ცდილობს ლიდერობა საკუთარ თავზე აიღოს", - განაცხადა დი კანიომ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო მატჩს ხვალ, 30 სექტემბერს, "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.