"მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" ნეტუს დამატებისთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი და ლონდონის "არსენალი" "ვულვზის" შემტევის პედრო ნეტუს გადაბირებით ინტერესდებიან, ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელ ფეხბურთელს ამჟამინდელი კლუბის დატოვება სურს, თავის მხრივ, "ვულვზი" მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს.

"არსენალი" ბუკაიო საკას შემცვლელს ეძებს, ხოლო "იუნაიტედი", დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჯეიდონ სანჩოს დაემშვიდობება.

შეგახსენებთ, ნეტუმ მიმდინარე სეზონში "ვულვერჰემპტონის" მაისურით ჯამში 7 მატჩი ჩაატარა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული