"დე ლაურენტისის არჩევანმა აღმაფრთოვანა, ვიცი, ვინ გაწვრთნის "ნაპოლის" - ენრიკო ფედელე

AutoSharing Option
ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "პარტენოპეის" მალე ანტონიო კონტე ჩაიბარებს.

"მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლიმ" რამდენიმე თამაშის მოგება მოახერხა, ყველა ვხედავთ, რომ მაღალი დონის გუნდებთან "პარტენოპეის" უჭირს. ვიცი, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე აურელიო დე ლაურენტისი ვინჩენცო იტალიანოს, ტიაგო მოტასა და იულიან ნაგელსმანის კანდიდატურებს განიხილავდა.

შეუქმნის თუ არა ამ მომენტში რუდი გარსიას გათავისუფლება "ნაპოლის" ეკონომიკურ პრობლემებს? ასე არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, ნოემბრის ბოლოს გუნდს ანტონიო კონტე ჩაიბარებს. სიმართლე გითხრათ, აღფრთოვანებული ვარ",
- განაცხადა ფედელემ.

altფედელე: გარსია "კვარას" განტევების ვაცად იყენებს და ინტელექტის დეფიციტი აქვს

altფედელე: გარსია კვარაცხელიაზე ცრუობს, სასტარტოში დე ლაურენტისის საამებლად არ დააყენა

alt"თუ გარსიამ ეს პრობლემა არ მოაგვარა, "ნაპოლის" პრობლემები ექნება - ფედელემ "პარტენოპეიზე" ისაუბრა


მკითხველის კომენტარები / 8 /
ზელენსკიმ ჩემი კაი-კონტე თუ მოვა დამაკელით ხელფასიო,ხვიჩამაც მილიონზე ვითამაშებო და ოსიმენმა ოღონდ კონტე მოიყვანეთ და ნახევარ ხელფასს მე გადავუხდი ნიგერიელი აზულიანტების ობშჩიაკიდანო.
Levani
21:15 09-10-2023
16
კონტე საუკეთესოა,მაგრამ არა მგონია ლაურენტისის 2-3 მილიონისთვის დათანხმდეს.
ლაშა
10:11 10-10-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული