ფაბრიციო რომანომ ლიონელ მესის მომავლის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და სანდო სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა. 

მოგეხსენებათ, არგენტინელის მაიამის "ინტერმა" MLS-ში პლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვა, რის შემდეგაც დაიწყო საუბარი, რომ ის გუნდს იჯარით დატოვებს.

"არ მაქვს ინფორმაცია მესის და მისი შესაძლო იჯარის შესახებ. ის "ინტერზეა" ორიენტირებული და ამ დროისთვის სალაპარაკო მეტი არაფერია.

ბუნებრივია, დიდი სახელის ირგვლივ ბევრი სპეკულაციაა და გასაგებია, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არც ერთი გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არაა. მათ შორის, "ბარსელონას" ან რომელიმე  სხვა კლუბის შესახებ ჭორები", - თქვა რომანომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული