მათ განცხადებას "პარი სენ ჟერმენის" ყოფილმა შემტევმა ჟერომ როტენმა უპასუხა.
"ნაკლები მატჩი გსურთ? კარგი, მაშინ თქვენ ნაკლებ ფულს მიიღებთ.
როგორც წესი, ყოველთვის ფეხბურთელების მხარეს ვარ და მათ ვიცავ, მაგრამ ვაპირებ, რომ ახლა ჩუამენის ვუპასუხო.
თქვენ, უბრალოდ თქვენს საყვარელ საქმეს აკეთებთ, ამაში გიხდიან და ვალდებული ხარ, რომ ფიზიკურად
მატჩების რაოდენობა იგივეა, რაც 20-30 წლის წინ იყო, ისევ 90 წუთს გრძელდება.
დღესდღეობით, ახალგაზრდა ფეხბურთელები დროის უმეტესობას სოციალურ ქსელებში ატარებენ, ან სხვადასხვა სარეკლამო კამპანიაში იღებენ მონაწილეობას, საჭიროა, რომ თავი თქვენს საყვარელ პროფესიას მიუძღვნათ", - ციტირებს როტენის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.