Diario Sport: მესი 30 ოქტომბერს "ოქროს ბურთს" სწორედ ამიტომ მიიღებს

AutoSharing Option
ესპანური Diario Sport-ი წერს, რომ 30 ოქტომბერს "ოქროს ბურთის" მფლობელი მაიამის "ინტერის" შემტევი ლიონელ მესი გახდება.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ეს 2022 წლის მუნდიალზე ნაჩვენებმა თამაშმა და მოპოვებულმა მსოფლიო ჩემპიონობამ განაპირობა.

Diario Sport-ი ასევე გვამცნობს, რომ ქალებში "ოქროს ბურთს" ესპანეთისა და "ბარსელონას" ნაკრების მოთამაშე აიტანა ბონმატი დაისაკუთრებს. 2023 წელს მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი და ორივე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
რაც, ლეო მესიმ საფეხბურთო სპექტაკლები გვაჩუქა გულშემატკივრებს, 8-აც ცოტაა!
გია
20:54 17-10-2023
2
ლეო რო ფენომენალური ფეხბურთელია, არა მგონია ამაზე ვინმე შემედავოს. ნეტა ოდესმე ვინმე თუ გაიმეორებს ამ რეკორდს? რაღაც არა მგონია.
აჩი.
16:43 17-10-2023
1

სიახლეები პოპულარული