ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრები და პეპ გვარდიოლას "ბარსელონა" შეადარა.
"ალბისელესტე" თამაშიდან თამაშამდე უმატებს. თუ თქვენ პეპის "ბარსას" შეადარებთ... ის "ბლაუგრანა" ისტორიაში საუკეთესო გუნდი იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ არგენტინის ეს შემადგენლობა მასთან ძალიან ახლოსაა, რასაც მოგებული ტიტულები ადასტურებს.
ჩვენ დიდებული შემადგენლობა გვყავს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ თამაშობს, გვაქვს კარგი სათამაშო სტრატეგია, რაც ყველას მოგვწონს".
შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრები ბოლო 51 მატჩში მხოლოდ ერთხელ (საუდის არაბეთთან 1:2) დამარცხდა.