საფრანგეთში ბენზემასთვის მოქალაქეობის და "ოქროს ბურთის" ჩამორთმევა მოითხოვეს

AutoSharing Option
საფრანგეთის ეროვნული კრების დეპუტატმა და მარსელის ყოფილმა ვიცე-მერმა ვალერი ბუაიემ შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ "ალ იტიჰადის" თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ტერორისტულ ორგანიზაციასთან, მუსლიმ ძმებთანაა დაკავშირებული:

Sportall.Ge

"აუცილებელია სასწრაფოდ ვიმოქმედოთ იმათ მიმართ, ვინც ჩვენს ქვეყანას მუდმივად საფრთხეს უქმნის. თუ მინისტრის სიტყვები დადასტურდა, ჩვენ ბენეზამ მიმართ სანქციები უნდა განვიხილოთ. სიმბოლური იქნება მისთვის "ოქროს ბურთის" ჩამორთმევა. აგრეთვე, განაცხადი უნდა შევიტანოთ, რათა საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოერთვას. ჩვენ ვერ შევურიგდებით იმას, რომ მსოფლიოში ცნობილ ფრანგ ფეხბურთელს, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს (ქარიმი ალჟირის
მოქალაქეცაა), შეუძლია ასე შეარცხვინოს და უღალატოს ჩვენს ქვეყანას".

მკითხველის კომენტარები / 15 /
თავისი ქვეყნის მოღალატე . რომელმაც ყველაფერი მისცა . ძულს ამას საფრანგეთი იმიტო იფურთხებოდა საფრანგეთის ჰიმნზე .
11
რადიკალი მუსლიმია ჩვეულებრივი . რატო ათამაშებდნენ ამას საფრანგეთის ნაკრებში. ფრანგები რო ამოხოცეს ტერორისტებმა , ხმა არ ამოუღია .
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული