
![შეთანხმებას ვერაფერზე მიაღწიეს, ვიდეო ბოლო წვეთი აღმოჩნდა - დე ლაურენტისი ოსიმენს ზაფხულში გაყიდის [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/c36556f0749e2ac5d6f56a913d396e56.jpg)
გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას ვერცერთ საკითხზე ვერ მიაღწიეს. ოსიმენი ნეაპოლელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისედაც ყოყმანობდა, პლატფორმა Tik Tok-ზე გავრცელებული ვიდეო კი ბოლო წვეთი აღმოჩნდა. კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოსიმენი ზაფხულში გაყიდოს.
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს ვიქტორის შეძენა არაბულ გუნდებს, ასევე, ლონდონის "ჩელსის" სურდათ.
ფოტო: Calcionapoli24.it