გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას ვერცერთ საკითხზე ვერ მიაღწიეს. ოსიმენი ნეაპოლელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისედაც ყოყმანობდა, პლატფორმა Tik Tok-ზე გავრცელებული ვიდეო კი ბოლო წვეთი აღმოჩნდა. კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოსიმენი ზაფხულში გაყიდოს.
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს ვიქტორის შეძენა არაბულ გუნდებს, ასევე, ლონდონის "ჩელსის" სურდათ.
ფოტო: Calcionapoli24.it