შეთანხმებას ვერაფერზე მიაღწიეს, ვიდეო ბოლო წვეთი აღმოჩნდა - დე ლაურენტისი ოსიმენს ზაფხულში გაყიდის [PHOTO]

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენი, დიდი ალბათობით, ზაფხულში "ნაპოლის" დატოვებს. ამის შესახებ TuttomercatoWeb-ი იტყობინება. წყაროს ცნობით, გუშინ საღამოს პოზილიპოში მდებარე რესტორანში ნიგერიელის აგენტი და "პარტენოპეის" მენეჯერი ერთმანეთს შეხვდნენ, სადაც კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი განიხილეს.

Sportall.Ge

გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას ვერცერთ საკითხზე ვერ მიაღწიეს. ოსიმენი ნეაპოლელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისედაც ყოყმანობდა, პლატფორმა Tik Tok-ზე გავრცელებული ვიდეო კი ბოლო წვეთი აღმოჩნდა. კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოსიმენი ზაფხულში გაყიდოს.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს ვიქტორის შეძენა არაბულ გუნდებს, ასევე, ლონდონის "ჩელსის" სურდათ.

ფოტო: Calcionapoli24.it
მკითხველის კომენტარები / 5 /
ითვალოს ახლა ლაურენტესმა ფულები სიზმარში! კონფლიქტი გაბაზრებულია და ყველამ იცის - ლაურენტესს სხვა გზა არა აქვს, ოსიმენი უნდა გაუშვას, არადა BLM აკიდებული აქვს. ამიტომ, ოსიმენის ყიდვის ყველა მსურველი იმას შეეცდება, რაც შეიძლება იაფად შეიძინონ. ხვიჩამ რა ქნას?
ბესო
15:53 20-10-2023
7
სეხნია კაცო ხვიჩას რომ ლიდერის თვისებები აქვს კიდევ დასამტკიცებელი აქვს?
გიორგი
18:02 20-10-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული