წყაროს ცნობით, აღნიშნული ფაქტი ჯერ კიდევ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მოხდა, არგენტინელი მაშინ "სევილიას" ღირსებას იცავდა, თუმცა გომესმა კატარის მუნდიალზე იასპარეზა და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.
გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელი 2 წლიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება, მოთამაშის მხარის განცხადებით, პაპუ თავს ცუდად გრძნობდა და მისი შვილის სიროფი ექიმთან კონსულტაციის გარეშე დალია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
"-უი რა საყვარელი ბავშვია.
-უეჭველი დოპინგზე ზის."