"ნაპოლის" ასეთი ფეხბურთელი საჩემპიონო სეზონშიც არ ჰყოლია" - იტალიურმა გამოცემამ "პარტენოპეის" ფეხბურთელი გამოარჩია

AutoSharing Option
ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazetta dello Sport-ი "ნაპოლის" ახალწვეულის, იენს კაიუსტეს "ვერონას" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩს გამოეხმაურა და შვედი ნახევარმცველი შეაქო.

გამოცემის შეფასებით, "პარტენოპეის" ასეთი ნახევარმცველი გასულ წელსაც კი არ ჰყოლია, როდესაც ნეაპოლელებმა ისტორიაში მესამედ სკუდეტო მოიპოვეს.

"გარსიას მისი თავიდანვე სჯეროდა და სეზონის პირველ მატჩში "ფროზინონეს" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ათამაშა. მართალია, იმ თამაშში შეცდომა დაუშვა, თუმცა მას შემდეგ ბრწყინვალედ გამოიყურება.

"ნაპოლის" ასეთი ნახევარმცველი 2022/2023 წლების სეზონშიც კი არ ჰყოლია. ნდომბელე სხვა სტილის ფეხბურთელი გახლდათ, ელმასს კი ამ პოზიციაზე სათამაშოდ საკმარისი ფიზიკური
მონაცემები არ გააჩნია", - წერს La Gazzetta dello Sport-ი.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას 24 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, "უნიონ ბერლინის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ლექსო!რა მაგარი ღვარძლიანი კაცი ჩანხარ,17-ე ადგილზე მყოფ გუნდს თუ გაუტანა ეგ არაფერს არ ნიშნავს,ესპანეთს,რომ გაუტანა,საბერძნეთს,შვედეთს რომ ორი გაუტანა და ტიტულიანი გუნდები რომ დააწიოკა,ეგ ყველაფერი ყარაულის თოფივით გაუარდა არააა,მაპატიეთ მაგრამ შენ და შენნაირები ღვარძლით გატენილი გვამები ხართ.
ლექსოს
16:42 23-10-2023
0
ეგ მეც ბევრჯერ დავწერე სოცქსელებში, მაგარი ბიჭია, რისი ანგისა თუ ძმა ხარ, ბევრად სჯობია.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული