რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ ჟურნალისტებთან მისი და არიენ რობენის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, ფრანგი და ნიდერლანდელი დიდი ხნის განმავლობაში მიუნხენის "ბაიერნში" შესანიშნავ დუეტს ქმნიდნენ.

რიბერის აზრით, ის და რობენი ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოზე უკეთესები იყვნენ.

"ჩემი აზრით, მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით, თუმცა ისინი "ელ კლასიკოში" თამაშობდნენ, ეს მათი უპირატესობა იყო, რადგან მსოფლიოს ყურადღება ამ მატჩისკენ იყო მიმართული. დიახ, ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ცოტათი დაუფასებლები ვართ", - განაცხადა რიბერიმ.

რიბერი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2007/2019 წლებში იცავდა, ამ პერიოდის
განმავლობაში ფრანგმა გარემარბმა მიუნხენელთა მაისურით 273 მატჩში 86 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება რობენს, ნიდერლანდელი "ბაიერნის" მაისურით 2009/2019 წლებში ასპარეზობდა და 201 შეხვედრაში თავი 99 გატანილი გოლით გამოიჩინა.

altრიბერი "ბაიერნში" დაბრუნებასთან ახლოსაა

altრიბერიმ კარიერის დასრულება გვაუწყა, მაგრამ ფეხბურთში რჩება

altფრანგულ გუნდებს მის დამატებას ვთავაზობდი, მაგრამ არც კი მომისმინეს, რიბერის ძალიან ჰგავს - ვილი სანიოლი ხვიჩაზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 9 /
ცოტა უფრო უკეთესად რომ გეთამაშა 2010 ფინალში მესიზე ადრე იქნებოდი მსოფლიოს ჩემპიონი. უდავოდ კარგი დუეტი იყო, მაგრამ და მესიმ და რონალდომ შექმნეს ეპოქა. ერთად რომ ეთამაშათ მერე გენახათ დუეტი.
ქომაგი
16:58 27-10-2023
1
ოღონდაცა რაა../ :)))
ისე მაგრები კი იყავით.
Irakli Apkhaidze
16:36 27-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული